ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.