ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო დედაქალაქის რამდენიმე ათას აბონენტს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია უკვე აღუდგა.
„დღეს, დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მიმხმარებელს.
05:00 საათზე მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი -1 , აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12:00 საათისთვის 30000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა
ასევე, 10:00 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70000 მომხმარებელს.
„თელასის“ ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.