საქართველოში ირანის საელჩო - ირანის საელჩო საქართველოში გეგმავს სათანადო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას

ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, თავდასხმა განახორციელა, ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, „ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას“.

„ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კიდევ ერთი თავხედური თავდასხმა განახორციელა ჩვენი ძირძველი სამშობლოს — ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, თუმცა ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას. გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის საელჩო იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გეგმავს სათანადო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დროულად დაბრუნებას.

ირანში დასაბრუნებლად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ საელჩოს ვებგვერდსა და სხვა სანდო პლატფორმებზე ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებით. ირანი ძლევამოსილი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი აგრესიისგან. გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე