დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN -ის ჟურნალისტების ცნობით, დუბაიში აფეთქებების ხმა გაისმა.
გამოცემა ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უცნობია, აფეთქებები ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მათი ჩამოგდების შედეგად.