გიორგი შარაშიძე - თუ დადგება საჭიროება და მომენტი, „ლელო“ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლება კვლავ განვიხილოთ

თუ დადგება ამის საჭიროება და მომენტი, როდესაც გარკვეული თანამშრომლობის საკითხი იქნება გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, „გახარია საქართველოსთვის“ „ლელო“ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობა შეიძლება კვლავ განვიხილოთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შარაშიძის განმარტებით, მათმა პარტიამ „ლელოსთან“ თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენა, ხოლო, ვისთანაც „გახარია-საქართველოსთვის“ არ გაერთიანდება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი“, რაც მათი პარტიის ცალსახა პოზიციაა.

„ჩვენი სამოქმედო გეგმა მოქალაქეებმა კარგად იციან. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი ტაქტიკა, სტრატეგია. ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ „ოცნების“ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ და თქვენ კარგად ხედავთ, ჩვენი გუნდის აქტიურ საქმიანობას პარლამენტში და არა მხოლოდ, პარლამენტში. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე მსჯელობას, არ ვიცი, ერთ დროს მრავალ ნაწილად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ, თუ გაერთიანდება ეს მათი შიდა პარტიული თემაა და ამას ჩვენ არ ვუყურებთ განსაკუთრებულ მოვლენად. თუ ვსაუბრობთ ამ ფლანგზე, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე, ჩვენთვის ეს არის „წითელი ხაზი“ და არანაირ გაერთიანებაზე მათთან. მით უფრო მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ის უპასუხისმგებლობა, რაც მოხდა 4 ოქტომბერს და რამაც არ გააძლიერა ოპოზიცია, პირიქით, გააძლიერა „ოცნება“ და მისცა მას გარკვეული ლეგიტიმაცია, იმისათვის, რომ დაესაბუთებინა, თუ რამდენად არამშვიდობიან და ძალადობრივ პროცესებს აქვს ადგილი ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ ამ პარტიებს. არც ბოდიში მოუხდიათ იმ ათობით დაპატიმრებული ადამიანისთვის და საერთოდ, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია. ამის შემდეგ ჩვენ, ამ პარტიებთან არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებთ. ეს ცალსახა პოზიციაა, ძალიან მკაფიო და შეგვიძლია წერტილი დავსვათ აქ.

მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ კარგი მაგალითი ვაჩვენეთ „ლელოსთან“ თანამშრომლობის, როდესაც ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთში გამოვრიცხეთ კონკურენცია, როდესაც ეს საქმეს სჭირდებოდა. შესაბამისად, თუ დადგება ამის საჭიროება, ვიმეორებ, დადგება მომენტი, როდესაც გარკვეული თანამშრომლობის საკითხი იქნება გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის „ლელო“ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობა შეიძლება კვლავ განვიხილოთ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე