რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თითქმის ყველა ოფიციალური პირი უსაფრთხოდ არის. შესაძლოა, ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა არაღჩიმ.
ამასთან, არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანის წინააღმდეგ ნეთანიაჰუსა და ტრამპის ომი არაპროვოცირებული და უკანონოა“.
„ტრამპმა „ამერიკა პირველ რიგში“ აქცია „ისრაელი პირველ რიგში“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე.