ბრიტანული თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ხალხის, ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად მოქმედებენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„დღეს დილით, აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამიზნე ობიექტები დაბომბეს. ამის შემდეგ ირანმა რეგიონში დარტყმები განახორციელა. რეგიონში ჩვენს პარტნიორებზე ამ დარტყმებს ვგმობ, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენს მოკავშირეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ რეგიონში თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი გვაქვს“, - აცხადებს სტარმერი.
სტარმერი ირანს მოუწოდებს, რომ დიპლომატიურ პროცესს დაუბრუნდეს.
„ირანს შეუძლია ეს ახლავე დაასრულოს. მან შემდგომ დარტყმებზე, შეიარაღების პროგრამებსა და ირანელი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე უარი უნდა თქვას. ეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების გზას წარმოადგენს“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.