სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ტიმ ჰოუკინსმა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის ცნობების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
„ამ ცნობებს სერიოზულად ვეკიდებით და მათ ვიძიებთ. აშშ მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში არ იღებს“, - განაცხადა ჰოუკინსმა.