ბენიამინ ნეთანიაჰუ - არის ნიშნები, რომ ხამენეი ჩვენთან აღარ არის - თავდასხმები გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება

არის ნიშნები, რომ ხამენეი ჩვენთან აღარ არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია გაანადგურეს.

„ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს ცნობით, დღევანდელი დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილე მაღალი რანგის წევრია ლიკვიდირებული.

„ჩვენ ირანის ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეზე თავდასხმას გავაგრძელებთ. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ეს საქმე თქვენ უნდა დაასრულოთ. თქვენ უნდა დაამხოთ და გაანადგუროთ ეს რეჟიმი“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე