ირანის დედაქალაქ თეირანში რამდენიმე საათია აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აფეთქებენ აშშ-ის რაკეტები სამიზნეებს.
„ცენტრალური სარდლობა ახლა სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებებს ახორციელებს მითითებების შესაბამისად“, - აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მათ ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს, რომელიც ირანის სარაკეტო მარაგებსა და თავდაცვით სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის მასშტაბით ტერორისტული რეჟიმის 30-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტების გამშვებ სისტემებს, რეჟიმის სამიზნეებს და სამხედრო სარდლობის ცენტრებს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.