ირანული ტელევიზიის ცნობით, ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ისრაელის გუშინდელ ერთობლივ საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ.
უფრო ადრე, CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ, როგორც ჩანს, დაღუპულებს შორის არიან ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე და რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპურიც.