დღეს დილით ომანის დუკმის კომერციული პორტი ორი დრონის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ერთი მუშა დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ერთ-ერთი მათგანი მუშების საცხოვრებელს დაეცა, რის შედეგადაც ემიგრანტი მუშა დაშავდა, ხოლო მეორე დრონის ნამსხვრევები საწვავის ავზებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე დაეცა, რასაც მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია“, - იტყობინება ომანის საინფორმაციო სააგენტო უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით.
დღეს, მასკატში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და ომანში მყოფ თანამშრომლებსა და ამერიკელებს მოუწოდა, ადგილზე დარჩნენ იმ მოვლენების გამო, რაც მასკატის გარეთ ხდება.