უხვი ნალექის გამო, გურამ ასათიანის ქუჩაზე ბეტონის კედელი ჩამოინგრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გაწმენდილია გზა და აღდგენილია წყლის მიწოდება.
ამ წუთებში კი გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გაზი 25-მდე ოჯახს არ მიეწოდება.