ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.
„ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დაწყებიდან პირველად: ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის გულში ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ურტყამს“, - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს საჰაერო უპირატესობის დასამყარებლად და თეირანისკენ გზის გასაკვალად.
თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირა დილით ქალაქის რამდენიმე უბანში აფეთქებები მოხდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც თეირანის რამდენიმე უბნიდან ამომავალი კვამლის ღრუბლები ჩანს.