საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.