ვლადიმერ პუტინი - ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს“, - აღნიშნულია პუტინის წერილში.

მისი თქმით, აიათოლა ხამენეი რუსეთში ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.

„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მათ აყვანაში“, - დაწერა პუტინმა.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მისი რამდენიმე ნათესავი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან აიათოლა ალი ხამენეის შვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე