ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ირანული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიკოსების განცხადებით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
სასწრაფო დახმარების სამსახური აცხადებს, რომ მისი მედიკოსები 20-ზე მეტ ადამიანს მკურნალობენ, რომლებიც ბეით შემეშის რაკეტის აფეთქების შედეგად დაშავდნენ.
მედიკოსების ინფორმაციით, ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ან მისი ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.