კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კვიპროსი ირანის სამიზნეს არ წარმოადგენდა.
„პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამირეკა. მან ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი სამიზნე არ იყო“, - დაწერა ნიკოს ქრისტოდულიდესმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსის მიმართულებით, სადაც გაერთიანებული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ირანის ორი რაკეტა ისროლეს.
კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება“.