ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეის გარდაცვალების შემდეგ, ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა „ერთ ან ორ დღეში“ აირჩიონ. ამის შესახებ არაღჩიმ „ალ ჯაზირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ასევე, ის დასძენს, რომ ირანის დარტყმები „თავდაცვის აქტია”.
„ჩვენს წინააღმდეგ ამერიკული აგრესიის საპასუხო ქმედება“ , - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც ცნობილია, მანამდე თეირანმა გამოაცხადა დროებითი ხელმძღვანელობა, არაღჩის თქმით, „ახალი ლიდერის არჩევამდე” უხელმძღვანელებს ქვეყანას.