ირანში, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
„რამდენიმე სხვა პირმა მიიღო მცირე დაზიანებები ნამსხვრევებისგან და ტვინის შერყევა - და ისინი სამსახურში დაბრუნების პროცესში არიან. ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც გრძელდება“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათი თქმით, ოჯახების პატივისცემის გამო, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას არ გაავრცელებენ, ვიდრე უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათი არ გავა.