აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ცხრა ირანული საზღვაო ხომალდი „გაანადგურა და ჩაძირა“.
როგორც ტრამპი Truth Social-ზე წერს, ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი მალე "ზღვის ფსკერზე იტივტივებს".
"ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ 9 ირანული საზღვაო ხომალდი, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით დიდი და მნიშვნელოვანია. დანარჩენებსაც მივყვებით - ისინიც მალე ზღვის ფსკერზე იტივტივებენ! ", - წერს ტრამპი.
ასევე, ტრამპის განცხადებით, სხვა თავდასხმის დროს აშშ-მა ირანის საზღვაო შტაბ-ბინა გაანადგურა.