დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, სამეფო საჰაერო ძალების (RAF) თვითმფრინავმა წარმატებით გაანადგურა კატარის ტერიტორიისკენ მიმავალი ირანული დრონი.
„Typhoon-ის თვითმფრინავი თავდაცვით საჰაერო პატრულირებას ახორციელებდა და AAM ტიპის რაკეტა გამოიყენა დრონის ჩამოსაგდებად, რითაც უზრუნველყო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და ბრიტანეთის ინტერესები რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.