კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ზომების მიღების უფლებას მისცემს

დიდი ბრიტანეთი აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ზომების მიღების უფლებას მისცემს.

შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სოციალურ მედიაში ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ის ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ არის ჩართული ირანზე მიმდინარე აშშ-ისრაელის თავდასხმებში. თუმცა, სტარმერი აშშ-ს მიერ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე საუბრობს.

„ჩვენმა პარტნიორებმა ყურეში გვთხოვეს, რომ მეტი გავაკეთოთ მათ დასაცავად და ჩემი მოვალეობაა, დავიცვა ბრიტანელების სიცოცხლე.ჩვენ გვყავს ბრიტანული თვითმფრინავები ჰაერში კოორდინირებული თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, რომლებმაც უკვე წარმატებით ჩაახშეს ირანის თავდასხმები", - აცხადებს სტარმერი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, საფრთხის შესაჩერებლად ერთადერთი გზა რაკეტების განადგურებაა წყაროში - „მათი საწყობები ან გამშვები მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება რაკეტების გასასროლად".

„აშშ-მ მოითხოვა ნებართვა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რაკეტების გაშვება რეგიონში, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, ბრიტანელების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და ქვეყნებზე დარტყმა, რომლებიც არ არიან ჩართულნი", - განაცხადა სტარმერმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე