აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს მოუწოდებს, "დაიბრუნონ ქვეყანა".
ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ აშშ-ისრაელის დარტყმები ირანის წინააღმდეგ „სწორი“ და „აუცილებელია“ „სისხლისმსმელი ტერორისტული რეჟიმის“ გასანადგურებლად, რომელიც ბირთვული იარაღით არის შეიარაღებული.
„ეს აუტანელი მუქარა აღარ გაგრძელდება“, - დასძენს ტრამპი და მიმართავს ირანელებს, რომ ამერიკა მათთანაა.
„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, ისარგებლონ ამ მომენტით, გამოიჩინონ მამაცობა“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს:
„იყავით გაბედულები, იყავით გმირულები და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა“.