ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ლიბანში “ჰეზბოლას” ობიექტებზე დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ღამით ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
“ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ თავდასხმები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის საპასუხოდ დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „არ დაუშვებენ, რომ ორგანიზაცია, საფრთხე შეუქმნას ისრაელის სახელმწიფოს და ზიანი მიაყენონ ჩრდილოეთის მოსახლეობას“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებული რაკეტა მოიგერია. რამდენიმე რაკეტა ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საპასუხოდ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დარტყმები განახორციელა.