აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, „ოპერაცია ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში დარტყმები გრძელდება.
„აშშ-ის ძალები გაბედულ ზომებს იღებენ ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე გარდაუვალი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. დარტყმები გრძელდება“, - ნათქვამია სარდლობის მიერ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან, ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ოპერაციის ამსახველი კადრებია.