ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი - ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის განცხადებით, ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს.

„დონალდ ტრამპმა რეგიონი ქაოსში ჩააგდო თავისი ცრუ იმედებით და ახლა ამერიკელი ჯარისკაცების მოსალოდნელი დანაკარგებით შეშფოთებულია. თავისი ბოდვითი ქმედებებით, მან თავისივე შექმნილი სლოგანი „ამერიკა პირველ რიგში“ გადააქცია სლოგანად - „ისრაელი პირველ რიგში“ და ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელის ძალაუფლებისკენ სწრაფვას შესწირა“, - აღნიშნა ლარიჯანმა.

ლარიჯანიმ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ეს კომენტარი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ირანი შეერთებულ შტატებს შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და მოლაპარაკებების განახლება სთხოვა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026