გათბობის ქვაბის არჩევა, ერთ-ერთი თანაბრად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც პატარა ბინის, ასევე უფრო დიდი სახლის მოწყობისასაც. ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, რეალურად, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისიწნებას მოითხოვს და სამეგობროში, თუ ციფრულ სივრცეში ხშირად მოსმენილი მარტივი ფორმულა - „1 მ²-ზე 100 ვატი“, რეალობაში სულაც არ არის ის ერთადერთი რამ, რაც გათბობის ქვაბის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ.
სანდო საინჟინრო სტანდარტები და პროფესიული ორგანიზაციები, როგორებიცაა European Committee for Standardization (EN 12831 სტანდარტი) და ASHRAE, რეკომენდაციის სახით მიუთითებენ, რომ რეალურ მოცემულობაში, ქვაბის სიმძლავრე უნდა განისაზღვროს შენობის სითბოს დანაკარგის მიხედვით (heat loss calculation) და არა მხოლოდ ფართობის გათვალისწინებით.
რა განსაზღვრავს ქვაბის სიმძლავრეს?
მანამ, სანამ უშუალოდ ბინის ფართობის მიხედვით ქვაბის შერჩევის ნაწილზე გადავალთ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოქმედებს და ახდენს გავლენას გათბობის საჭიროებაზე:
სწორედ ამ ელემენტებთან ერთად, ჯამურად უნდა გავითვალისწინოთ ბინის ფართობი და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
გათბობის ქვაბი 50 მ² ფართობისთვის
ევროპული მწარმოებლების (მაგ. Ariston) ტექნიკურ კატალოგებში 50მ² ბინისთვის გათბობისთვის საჭირო სიმძლავრის ნიშნული იშვიათად აჭარბებს 10 კვტ-ს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ თუ ქვაბი ორკონტურიანია (გათბობა + ცხელი წყალი), ხშირად მინიმალური მოდელები მაინც 18-24 კვტ-იანია, რადგან წყლის გათბობა და მომენტალურად მიწოდება დიდ სიმძლავრეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს:
- 18 კვტ-იანი ქვაბი მონოთერმული თბომცველით; - ენერგოეფექტურობის კლასი A.
გათბობის ქვაბი 100 მ² ფართობისთვის
100 მ² ფართობისთვის ყველაზე გავრცელებული არჩევანია 24 კვტ. ორკონტურიანი ქვაბის არჩევაა. აქ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ისევე, როგორც სუსტი ქვაბი არ იქნება გამოსადეგი, Energy Saving Trust აღნიშნავს, რომ თქვენი სახლისთვის არასაჭირო და ზედმეტად ძლიერმა ქვაბმაც შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიწვიოს:
შესაბამისად, თუ სახლს კარგი იზოლაცია აქვს და ცხელი წყლის მოხმარება საშუალო ნიშნულზეა, 24 კვტ მოდელი, ხშირად, სრულიად საკმარისია.
გათბობის ქვაბი 200 მ² ფართობისთვის
დიდი სახლის შემთხვევაში, როგორიცაა 200 კვტ და ზევით, სასურველი და მნიშვნელოვანია გათვალისწინებული გქონდეთ კონდენსაციური ქვაბი (ორკონტურიანი, რომელიც გათბობასთან ერთად, ცხელი წლის მიწოდებასაც უზრუნველყოფს), ან სისტემური ქვაბი, რომელიც სივრცის გათბობაზე იქნება პასუხისმგებელი და დამატებით, ამასთან, დაგჭირდებათ ბოილერიც, ცხელი წყლისათვის. ის, თუ რომელ ვარიანტზე შეაჩერებთ არჩევანს, დამოკიდებულია სხვდასხვა პირობასა და წყლის მოხმარების საჭიროებებზე.
როგორც CIBSE-ს რეკომენდაციები გვამცნობს: დიდ ფართობებზე ქვაბის შერჩევა, სასურველია ეფუძნებოდეს დეტალურ თბო ენერგიის მაჩვენებელს და არა მხოლოდ სახლისა თუ ბინის ფართობის კვადრატულობას.
სად შევიძინო საუკეთესო გათბობის ქვაბი 50 მ², 100 მ² და 200 მ² ფართობისთვის?
გარდა იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგავიწყდეთ, ისიც, რომ მაღალი ხარისხის გათბობის ქვაბი, 8-10 წელს უპრობლემოდ უნდა მუშაობდეს და ამიტომაც, გათბობის ქვაბის შეძენისას უნდა მიმართოთ ისეთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე ადამიანების ნდობითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ამ მხრივ, კომპანია ცელსიუსი საქართველოში მომმხარებელთა რჩეულია და გთავაზობთ გათბობის ქვაბების მრავალფეროვან არჩევანს ისეთი მოთხოვნადი და კარგად გამოცდილი ბრენდის პროდუქციაზე, როგორიცაა არისტონი. ცელსიუსში, თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შეძლებთ შეარჩიოთ პროდუქტი, რომელიც 50მ²-დან - 450მ²-მდე სივრცის ფართობს იდეალურად გაათბობს.
მნიშვნელოვანია, რომ ცელსიუსის მარაზიათა ქსელში, კონსულტაციას სერტიფიცირებული და პროფესიონალი კონსულტანტები გაგიწევენ, რომლებიც ყველა საჭირო ინფრომაციას სწორად მოგაწოდებენ, რათა შემდგომში გათბობის ქვაბის გამართული ექსპლუატაცია შეძლოთ და რაც მთავარია, შეგარჩევინებენ პროდუქციას, რომელიც European Commission-ის Ecodesign რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებს, რაც განაპირობებს გათბობის ქვაბის უფრო ეფექტიანად მუშაობას, CO2-ის ემისიისა და კომუნალური ხარჯების შემცირებას. პროფესიონალის მომსახურება, რათა მიიღმომხმარებლისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება, შემდგომში ქვაბის გამართული ექსპლუატაციისათვის
(R)