ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან

ირანის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმდებებზე, სავარაუდოდ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს ომი, რა გავლენას იქონიებს ირანში განვითარებული მოვლენები ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, ირანში დაწყებული ომის კვალობაზე რამდენადაა მზად საქართველო გაუძლოს იმ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე ირანში დაწყებულმა ომმა, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, 28 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპმა განცხადა გაავრცელა. თუ ამ განცხადებას დავაკვირდებით, იგი ითვალისწინებ ირანის ატომური პროგრამის და სამხედრო საზღვაო და სარაკეტო შესაძლებლობების სრულ განადგურებას. მასში ასევე რეჟიმის ცვლილებისთვის პირდაპირი მოწოდებაა გაკეთებული ირანელი ხალხის მიმართ იმაზე, რომ უკეთესი დრო არ იქნება სიტუაციის ხელში ასაღებად, რომ ამერიკის სამხედრო ძალები მათ გვერდითაა და ასე შემდეგ.

დაწყებული ომის შედეგად გარდაცვლილია აიათოლა, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა. სხვადასხვა წყაროებით 48 მაღალჩინოსანია დაღუპული. თუმცა, ირანული ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 15-ს არ აღემატება.

აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან, დამკვირვებელთა უმრავლესობა ამ ომის დაწყებას პროგნოზირებდა.რანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ჰუსიტების ლიდერმა, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსიმ, ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში ჩართვა გამოაცხადა. მისი თქმით, „ანსარ ალაჰისმოძრაობა აღარ შეიზღუდება მხოლოდ ლოკალური თავდაცვითი ზომებით და გადადის აქტიური შეტევის ფაზაზე.

რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში? ერთი მხრივ საბრძოლო მოქმედებები და მეორე მხრივ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შედეგები?

- საბრძოლო მოქმედებები ცალსახად ირანში პოლიტიკური სისტემის შეცვლისკენაა მიმართული. ეს კარგად ჩანს ამერიკელებისა და ებრაელების პოლიტიკურ განცხადებებში. ამასთან ერთად, მხოლოდ საჰაერო სამხედრო კამპანიით აღნიშნული მიზნის მიღწევა ალბათ შეუძლებელიც იქნება თუ არა ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდი რაოდენობით ქუჩაში გამოსვლა.

ირანის გეოგრაფია, მთიანი რეგიონი, უდაბნოები თუ ზღვები)არ იძლევა სახმელეთო ოპერაციის განხორციელების საშუალებას. ისტორიაში ირანის დაპყრობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და იმ რამდენიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მოხდა. ალექსანდრე მაკედონელი, მონღოლები თუ თემურ ლენგი. უცხო მმართველობა ხანმოკლე გამოდგებოდა ხოლმე. ამიტომაც, სავსებით ლოგიკურია, რომ ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები მიმდინარეობს, ხოლო აშშ-სა და ისრაელს კი რიგითი ირანელების იმედი აქვთ.

აქედან გამომდინარე, ამ მომენტისთვის, მე ნაკლებად ვხედავ სცენარს, რომლის მიხედვითაც ირანში ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა ჩამოშალოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არა მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები. საქმე უფრო არსებული სისტემის გაგრძელებასთან გვექნება. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავს სისტემის ევოლუციას, წინა პლანზე რეფორმატორ(ებ)ის გამოსვლას, რომელიც პრიორიტეტად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას დაისახებს.

ნაკლებად ვხედავ სცენარს, რომლის მიხედვითაც ირანში ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა ჩამოშალოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არა მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები. საქმე უფრო არსებული სისტემის გაგრძელებასთან გვექნება

წინა ინტერვიუში მე ვივარაუდე პირობითი „ირანელი დენ სიაოპინის“ გამოჩენა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალი ხამენეის სიკვდილმა, შესაძლოა, ასეთი სცენარის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. დასავლეთში, ჩვენთან ხშირად მიჩნეულია, რომ ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა სრულად „იდეოლოგიზირებულია“, დაცლილია საღი, პრაგმატული აზრისგან.

ეს ასე არაა. ირანის მმართველი ელიტა კარგად გრძნობს როგორ იცვლება ძალთა ბალანსი და ხედავს რა, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ურთულეს ვითარებაშია, კომპრომისი დასავლეთთან საკმაოდ რეალისტურ სცენარად უნდა განვიხილოთ.

ერთი თვის წინ ვივარაუდე ირანში პირობითი „ირანელი დენ სიაოპინის“ გამოჩენა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალი ხამენეის სიკვდილმა, შესაძლოა, ასეთი სცენარის განვითარებასაც შეუწყოს ხელი

- თუ იმით ვიმსჯელებთ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე რა განცხადებები კეთდება ირანის სხვადასხვა დონის ხელმძღვანელებისაგან, ძნელი სავარაუდო არაა, რომ ირანში მშვიდობა კარგა ხანს არ იქნება.

დაწყებული საომარი მოქმედებები ხელს შეუწყობს ირანის ისლამური ხელისუფლების წინააღმდეგ ამას წინათ ქუჩაში გამოსულ ხალხს უფრო აქტიურად ჩაერთონ 47 წლიანი ისლამური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუმცა, 47 წლიანი მმართველობის შემდეგ საუბარი იმაზე რომ ისლამური ხელისუფლება მალე დაეცემა, ამის პროგნოზირება არა მარტო რთულია, ძალიან ძნელიცაა. თუმცა, ირანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და შესაბამისად წინააღმდეგობებიც ბევრია.

ანკარამ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. თუმცა, ირანის საკითხში არაბული სამყაროში ერთიანი პოზიცია, როგორც ჩანს არ არის.

სავარაუდოდ, რა ტიპის და როგორი შიდა პრობლემებით შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკა ომს, რომელსაც მის წინააღმდეგ აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს და რომლის წინააღმდეგაც ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ დიდი ნაწილი კარგა ხანია არა თუ აღარ უჭრს მხარს მის წინააღმდეგ აქტიურადაც კი იბრძვის?

- ირანზე შეტევა ისლამური რესპუბლიკისთვის არსებობის უმწვავეს პერიოდში მოხდა. საშინაო მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ეკონომიკური და სოციალური წინააღმდეგობები უკვე დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამის გამომწვევი საერთაშორისო სანქციებია, თუმცა, პრობლემა ირანის მმართველობის სისტემაშიცაა. ვერ მოხერხდა ისეთი მოდელის შემოთავაზება, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღობას მოუტანდა.

ქვენის შიდა მდგომარეობა მჭიდროდ დაკავშირებულია ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასთან და ამ კუთხით უკანასკნელი რამდენიმე წელი მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა. 1980-იან წლებში ერაყთან ომიდან მოყოლებული, არასდროს ისლამური რესპუბლიკა ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არ ყოფილა. მისი „წინააღმდეგობის ღერძი“ სირიიდან ერაყსა და იემენამდე მოშლილია.

1980-იან წლებში ერაყთან ომიდან მოყოლებული, არასდროს ისლამური რესპუბლიკა ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არ ყოფილა. მისი „წინააღმდეგობის ღერძი“ სირიიდან ერაყსა და იემენამდე მოშლილია

დიდი მოთამაშეები, რუსეთი და ჩინეთი, ირანთან ფორმალურ მოკავშირეობაზე უარს ეუბნებია. ამ შიდა და საგარეო პოლტიკური პრობლემების კომბინაცია კი ისრაელსა და აშშ-ს ისტორიულ შანსს აძლევს თავისი მოწინააღმდეგე საბოლოოდ დაასუსტონ, მოხდეს ისლამური რესპუბლიკის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების, ისევე, როგორც „წინააღმდეგობის ღერძის“ სრული ჩამოშლა.

- იმის გათვალისწინებით რომ ირანში ეთნიკური აზერბაიჯანლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მოდით მსჯელობა ირანის აზერბაიჯანლებზე საუბრით გავაგრძელოთ.

სხვადასხვა ინფორმაციით, გარდა იმისა რომ ირანის ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ მაღალ თანამდებობები ეთნიკურ აზერბაიჯანლებს უკავიათ, ასევე იმის გამოც, რომ აიათოლების უმაღლეს წრეებშიც მრავლად არიან ეთნიკური აზერბაიჯანლები, ბევრი თვლის რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების შერყევაში აზერბაიჯანლები აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებენ.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ როცა ამას წინათ ირანის ქალაქების ქუჩებში დიდი მღელვარებები დაიწყო, ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში, სადაც უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანლების ცხოვრობენ, ამ ქალაქების ქუჩებში მრავლად იყვნენ ეთნიკური აზერბაიჯანლები.

სავარაუდოდ, რა როლს შეასრულებენ ირანში დაწყებულ პროცესებში ეთნიკური აზერბაიჯანლები?

- ეთნიკური აზერბაიჯანელები მჭიდროდ არიან ჩაბმულები ირანის საერო თუ რელიგიურ სტრუქტურებში. საშიშროება იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური წნეხის დროს ირანის ჩრდილოეთში სეპარატიზმი გაღვივდება, საკმაოდ მცირეა.

რა თქმა უნდა, სეპარატიზმის ელემენტის სრულად უგულებელყოფა შეუძლებელია და იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში მორყეული იქნება, ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე.

ეთნიკური აზერბაიჯანელები მჭიდროდ არიან ჩაბმულები ირანის საერო თუ რელიგიურ სტრუქტურებში. საშიშროება იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური წნეხის დროს ირანის ჩრდილოეთში სეპარატიზმი გაღვივდება, საკმაოდ მცირეა

ირანის უკიდურესი დასუსტების შემთხვევაში ძალთა ბალანსი მკვეთრად არა მხოლოდ ისრაელისა და არაბული ქვეყნების მხარეს გადაიხრება, არამედ თურქეთის მხარესაც. ირანს ხომ თავისი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ თურქულენოვანი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნების თუ სამხედრო კავშირების ჩამოყალიბების ყოველთვის ეშინოდა.

- ირანის მოსახლეობის 10%-ს ქურთები შეადგენენ. ისინიც კომპაქტურად ცხოვრობენ ირანის ტერიტორიაზე და საკმაოდ ბრძოლისუნარიანები არიან. ირანში არსებობს „ქურთისტანის თავისუფლების პარტია“ (PAK) – მისი სამხედრო ფრთა SMK -ქურთისტანის ეროვნული არმია- ამჟამად სამხედრო ოპერაციების წამყვან ძალას წარმოადგენს.

2026 წლის 22 თებერვალს, ირანის ხუთმა უმსხვილესმა ქურთულმა ორგანიზაციამ ახალი კოალიციის – „ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალებისდაფუძნების შესახებ გამოაცხადეს. მასში შედიან - ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (PDKI), ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია (PJAK), ქურთისტანის თავისუფლების პარტია (PAK), კომალა - ირანის ქურთისტანის კომუნისტური პარტია,

ირანის ქურთისტანის ბრძოლის ორგანიზაცია“ (Khabat), ცნობილი როგორც ქურთისტანის თავისუფლების არწივები HAK-R.

გუშინ „ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის PDKI-ს ლიდერმა მუსტაფა იჯრიმიმ განცხადება გაავრცელა - „გაერთიანების მთავარი სტრატეგიული მიზანია ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობა და ქურთების თვითგამორკვევის უფლების მოპოვება, რაც გულისხმობს ფართო ადმინისტრაციულ ავტონომიას.

თითქოს ნათელია რა პოზიცია აქვთ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომში ქურთებს. მაგრამ, როგორც ამბობენ, მათ ნაწილს ამერიკელები აკონტროლებენ, ნაწილს თურქები, იმის გამო რომ მოსკოვის მიერ მხადაჭერილი ოჯალანის მუშათა პარტიას გავლენა და პოზიციები დაკარგული აქვს, ქურთულ მოსახლეობაზე რუსეთის გავლენებზე მაინც საუბრობენ. როგორც ჩანს, ქურთების კომპარტია „კომალას“ არსებობაც ამას უნდა ნიშნავდეს.

იმ შემთხვევაში თუ ირანში პროცესები ტრამპისა სცენარით არ განვითარდა, რამდენად დიდია ირანის ისლამური რესპუბლიკის ნანგრევებზე დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს გაჩენა?

- აზერბაიჯანელებთან შედარებით, ქურთების ინტეგრირება ირანულ საზოგადოებაში სწრაფად და ეფექტიანად მაინც ვერ მოხერხდა. ქურთები, რომლებიც ირანში სხვადასხვა გამოთვლებით, რამდენიმე მილიონს აღწევენ ყოველთვის გამოირჩეოდნენ სეპარატიზმით და რადგან ერაყთან და თურქეთთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე სახლობენ, აღნიშნული საზღვრების სრულად გაკონტროლება თეირანს ყოველთვის უჭირდა.

შესაბამისად, ირანში პოლიტიკური ცენტრის მოშლისა ან ხანგრძლივი დასუსტების შემთხვევაში, ქურთების სეპარატიზმი არაა გამორიცხული. თუმცა, აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი. ალბათ, ისრაელის გარდა, ახლო აღმოსავლეთში არც ერთ სხვა ქვეყანას არ სურს დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო(ები)ს ჩამოყალიბება. ამ მხრვივ, თურქეთის ინტერესი პირდაპირ ემთხვევა ირანისას და ამ უკანასკნელის დასუსტების შემთხვევაშიც კი ქურთების სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად ანკარასთან თანამშრომლობა მოსალოდნელია.

ისრაელის გარდა, ახლო აღმოსავლეთში არც ერთ სხვა ქვეყანას არ სურს დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო(ები)ს ჩამოყალიბება. ამ მხრვივ, თურქეთის ინტერესი პირდაპირ ემთხვევა ირანისას და ამ უკანასკნელის დასუსტების შემთხვევაშიც კი ქურთების სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად ანკარასთან თანამშრომლობა მოსალოდნელია

ქურთების საკითხი იმითაც საინტერესოა, რომ ერაყის ქურთისტანში ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გასამხედროებული ქურთული შენაერთები აქტიურობენ. 22 თებერვალს ხუთმა ქურთულმა პარტიამ ალიანსიც კი შეკრა, თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს გაერთიანება, დიდწილად თურქეთის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

- ომის დაწყებისთანავე, როგორც ხელოვნური ინტელექტი ირანში ომის დაწყების შემთხვევაში მოვლენათა განვითარების შესახებ ამბობს - მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა, „სპეციალური დერეფანი“ გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

„წითელ ხიდზე“ შეინიშნება ძვირადღირებული ავტომობილების ნაკადი, რომლებიც აზერბაიჯანული სანომრე ნიშნებით, მაგრამ ხშირად ირანული წარმომავლობის მგზავრებით შემოდიან.ირანელი მაღალჩინოსნები და ბიზნეს-ელიტა ბაქოს გავლით ცდილობენ საქართველოში გადმოსვლას. აზერბაიჯანი მათატარებს“, რადგან ეს მისთვისაც ზედმეტი თავისტკივილია, ჩვენი საზღვარი კი ახლა ყველაზე სუსტი წერტილია.

თბილისის აეროპორტში „ნაცრისფერი ზონიდან“ ჯდებიან თვითმფრინავები. ვიპზონაში აქტიურობაა, მგზავრები თბილისის სასტუმროებისაკენ მიემგზავრებიან. ჩნდება ქვეყანაში „შავი ფულის“ გამოჩენის ნიშნები.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე კიდევ უფრო რთული და ქაოტური ვითარებაა. თუ აზერბაიჯანიფილტრავსნაკადს, სომხეთი, რომელსაც ირანთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი აქვს, ახლა ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი გახდა გაქცეული ირანული ელიტისთვის.

ვიცი რომ ამ თემაზე ხელოვნური ინტელექტი პროგნოზს გაცნობილი ხართ, ამიტომ აღარ გავაგრძელებ. კითხვით კი გკითხავთ - სავარაუდოდ, რამდენადაა მზად საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურები გაუძლონ იმ გამოწვევებს, რომელიც ირანში დაწყებულმა ომმა ქვეყნის წინაშე დააყენა?

- რასაკვირველია, საქართველოსთვის საფრთხეები დიდია. ესაა ახლო აღმოსავლეთში ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ლტოლვილთა შესაძლო ნაკადის გადინება სამხრეთ კავკასიისკენ.

კიდევ ერთ საფრთხეს ისიც წარმოადგენს, რომ ირანმა, ომის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, გააფართოვოს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებზეც იერიში მიიტანა. სომხეთი და აზერბაიჯანი არ არიან ჩართულები ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში, მაგრამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ თეირანმა, შესაძლოა, ჩრდილოელ მოზებლებსაც დაუმიზნოს. ამ ყველაფერთან ერთად, საფრთხეების გადაჭარბებაც არ იქნება სწორი.

საქართველო უშუალოდ არ ემეზობლება ირანს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანზე შეტევა ირანის ჩრდილოეთ საზღვარს ჩაკეტავს და რეალურად სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით დიდი არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, ირანს სჭირდება ჩრდილოეთ საზღვრის უვნებლობა, რადგან ეს ის დერეფანია, რომლითაც ისლამურ რესპუბლიკას რუსეთისკენ სახმელეთო გზა აქვს.

საქართველო უშუალოდ არ ემეზობლება ირანს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანზე შეტევა ირანის ჩრდილოეთ საზღვარს ჩაკეტავს და რეალურად სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით დიდი არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, ირანს სჭირდება ჩრდილოეთ საზღვრის უვნებლობა, რადგან ეს ის დერეფანია, რომლითაც ისლამურ რესპუბლიკას რუსეთისკენ სახმელეთო გზა აქვს

- ინფორმაციების შეჯერებით ისეთი მოლოდინები კეთდება, როგორც ჩანს, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დამწყებ აშშ და ისრაელი ვარაუდობენ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი მანამდე უნდა დასრულდეს, ვიდრე რამადანის დღესასწავლის დღე - 30 მარტი არ დადგება.

ვხედავთ, რომ აშშ და ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ აპირებენ, გათვლა იმაზეა რომ ქუჩაში გამოსული ირანელი ხალხი თავად შეძლებს აიათოლების რეჟიმის დასრულებას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდეს?

- გამოვა მოსახლეობა ქუჩაში თუ არა მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ერთია რომ ირანის პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს ისეთი შიდა ბრძოლები, რომელთაც არსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოშლამდე მიიყვანდა. არც ოპოზიცია და მითუმეტეს ოპოზიციური ლიდერი არსებობს, ხოლო ფეჰლევიანთა დინასტიის ბოლო შაჰის შვილის პოლიტიკური ამბიციები ირანის მოსახლეობის ფართო მასებისთვის მაინც არაა მისაღები.

ჯერ არ ჩანს, რომ ირანში მოსახლეობა უმიზნებს ან შეძლებს არსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას

ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ირანელები საგარეო საფრთხის დროს უფრო შეკრულები არიან ხოლმე. ასე იყო 2025 წელს თორმეტდღიანი ომის დროს და უფრო ადრე ირან-ერაყის ომის პერიოდში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯერ არ ჩანს, რომ ირანში მოსახლეობა უმიზნებს ან შეძლებს არსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას.

- ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წინა დღეს უკიდურესად გართულდა ვითარება პაკისტანსა და ავღანეთს შორის.

ფაქტობრივად, პაკისტანსა და ავღანეთს შორის სრულმასშტაბიანი ომია დაწყებული. ახლა ორივე მხარე სამხედრო მოქმედებების დაწყებას ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ, ცხადადაც კი ჩანს, რომ ორივე მხარე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყებოდა და ორივე მხარე ცდილობს ირანის ომის ფონზე ერთთმანეთან გაარკვიონ ურთიერთობები რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ.

ირანში ომის დაწყების ფონზე არც ის ჩანს, რომ ტრამპი შეეცდება პაკისტანსა და ავღანეთს შორის ომის შეჩერებას.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა არის პაკისტანსა და ავღანეთს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი? და ირანში ომის დაწყების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება?

- პაკისტანსა და ავღანეთს შორის ურთიერთობები 2021 წელს ავღანეთში თალიბანის დაბრუნებისთანავე დაიძაბა, რის ასახსნელადაც რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამოყოფა შეიძლება.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაპირისპირების მიზეზებია სასაზღვრო დავები, რადგან ორ ქვეყანას შორის არაა დემარკირებული მათი გრძელი საზღვრის თითქმის არცერთი მონაკვეთი. ამასთან ერთად, უთანხმოებებია წყლის რესურსების საერთო გამოყენებაზე და მსოფლიოს ამ ნაწილში წყლის დეფიციტი უკვე საგრძნობია, რაც ამ საკითხს გეოპოლიტიკის აქცევს. უთანხმოებები ეხება უსაფრთხოებასაც.

მაგალითად, პაკისტანი ქაბულს „თაჰრიკ-ე-თალიბან ფაკისტან“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ეს მოძრაობა იდეოლოგიურად ავღანეთის თალიბანთან ახლოს დგას და პაკისტანში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად. ასევე ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მცხოვრები ბალუჩებიც უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წამოადგენენ.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაპირისპირების მიზეზებია სასაზღვრო დავები, რადგან ორ ქვეყანას შორის არაა დემარკირებული მათი გრძელი საზღვრის თითქმის არცერთი მონაკვეთი. ამასთან ერთად, უთანხმოებებია წყლის რესურსების საერთო გამოყენებაზე და მსოფლიოს ამ ნაწილში წყლის დეფიციტი უკვე საგრძნობია, რაც ამ საკითხს გეოპოლიტიკის აქცევს. უთანხმოებები ეხება უსაფრთხოებასაც

ავღანეთის თალიბანს დღესდღეობით დაძაბული ურთიერთობა აქვს მხოლოდ პაკისტანთან. ურთიერთობები ტაჯიკეთთანაც კი მეტნაკლებად სტაბილურია, მიუხედავად ამ ბოლო დროს საერთო საზღვარზე მომხდარი რამდენიმე შეტაკებისა.

ამიტომაც, ქაბულ-ისლამაბადის დაპირისპირება მნიშვნელოვანია, რადგან მარტივად შეიძლება უფრო ფართო რეგიონს მოედოს. ეს ორი ქვეყანა ირანს ესაზღვრება, რაც ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ერთიან არასტაბილურ ზოლს ქმნის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026