„მერე ბარათის“ საგაზაფხულო შეთავაზებები

გაზაფხულიც დადგა და ყველაზე თბილი დღესასწაულებიც მოგვიახლოვდა — დედის დღე და 8 მარტი. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა გვინდა, საყვარელი ადამიანები განსაკუთრებული საჩუქრებითა და ყურადღებით გავახაროთ. თუმცა, მოდი, ვაღიაროთ: სადღესასწაულო შოპინგი ხშირად ბიუჯეტისთვის ნამდვილი გამოწვევაა.

სწორედ ამიტომ Silk Bank-მა გადაწყვიტა, ეს პროცესი მაქსიმალურად გაემარტივებინა და მერე ბარათის ფარგლებში ისეთი საგაზაფხულო პირობები შექმნა, სადაც საჩუქრების ყიდვა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთანაა დაკავშირებული და არა — ფინანსურ სტრესთან.

რას ნიშნავს მერე ბარათის ორმაგი სარგებელი?

აქციის ფარგლებში, მერე ბარათით გადახდისას თანხის გარკვეულ ნაწილს ქულების სახით დაიბრუნებთ, ღირებულება კი რამდენიმე თვეზე განაწილდება, კერძოდ:

  • დაიბრუნეთ 20%: შერჩეულ პარტნიორ ობიექტებში გადახდისას თანხის 20% (მაქსიმუმ 100 ლარი) გიბრუნდებათ უკან ქულების სახით
  • გაანაწილეთ 0%-ად: საჩუქრის ღირებულებას იხდით ეტაპობრივად, მომდევნო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და გაძვირების გარეშე

რაც მთავარია, ეს პირობა მოქმედებს ყველაფერზე! ონლაინ ყიდულობთ თუ პირდაპირ მაღაზიაში მიდიხართ, უკვე ფასდაკლებულ ნივთს ირჩევთ თუ ახალ კოლექციას — სარგებელს ნებისმიერ შემთხვევაში იღებთ.

სად და როდის მოქმედებს აქცია?

შეთავაზება ორ ეტაპად არის დაყოფილი, რათა ზუსტად მივყვეთ დღესასწაულების რიტმს:

2-3 მარტი: აჩუქე მზრუნველობა

ამ დღეებში შეგიძლიათ, საკუთარი თავიც გაინებივროთ და საყვარელ ადამიანებს თავის მოვლის პრემიუმ საშუალებები ან სხვა საჭირო პროდუქტები წამყვან სააფთიაქო ქსელებში შეუძინოთ, თანხა კი თვეებზე გაანაწილოთ:

  • PSP — ანაწილებთ 3 თვეზე
  • ფარმადეპო — ანაწილებთ 4 თვეზე
  • GPC — ანაწილებთ 4 თვეზე
  • ფარმსახლი — ანაწილებთ 3 თვეზე

7-8 მარტი: სილამაზე და ესთეტიკა

დროა, ფოკუსი პარფიუმერიასა და ყვავილებზე გადავიტანოთ. მართალია, 8 მარტი ქალთა დღეა, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილ ბრენდებში სუნამოების სრულ კოლექციაზე დაგხვდებათ ფასდაკლება; ბონუსად კი შეგიძლიათ, ულამაზესი თაიგულებიც შეიძინოთ:

  • ვულევუ — ანაწილებთ 4 თვეზე
  • ლუტეცია — ანაწილებთ 4 თვეზე
  • ისი პარი — ანაწილებთ 4 თვეზე
  • ge — ანაწილებთ 3 თვეზე

რაში დავხარჯოთ დაგროვებული ქულები?

დაბრუნებული ქულები პირდაპირ თქვენს Silk მობაილბანკში აისახება. არანაირი რთული წესები — აპლიკაციაში ერთ ღილაკზე დაჭერით ქულებს მომენტალურად ცვლით ლარში და განკარგავთ ისე, როგორც თავად გსურთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მერე ბარათით შეგიძლიათ, კომპრომისზე არ წახვიდეთ, შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია და იდეალური შეთავაზებით ისარგებლოთ — მიმდინარე ფასდაკლებებთან და თანხის განაწილებასთან ერთად, 20% (მაქსიმუმ, 100 ლარი) ქულების სახით დაიბრუნოთ.

და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მერე ბარათი, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. შეუკვეთეთ პირდაპირ Silk მობაილბანკიდან, ან მარტივად აიღეთ ბანკის ფილიალებსა და პარტნიორ კომპანიებში.

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026