ქუვეითში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზის სიახლოვეს ავიამოიერიშე ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN მის მიერ გეოლოკაციით დაფიქსირებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კადრებში ჩანს ცეცხლმოკიდებული ავიამოიერიშის ჩამოვარდნის მომენტი.
ამ დრომდე უცნობია რომელი ქვეყნის საჰაერო ძალებს განეკუთვნება აშშ-ის საჰაერო ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდნილი ავიამოიერიშე.