რატომ არის სპა საუკეთესო საჩუქარი საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, მარტის დღესასწაულებზე

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როცა ბუნება იღვიძებს, ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და ენერგიის აღდგენას საჭიროებს. მარტის დღესასწაულები კი, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ ყოველდღიური ქაოსი ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ და საკუთარ თავს, ან ჩვენთვის ძვირფას ქალბატონებს სიმშვიდის რამდენიმე საათი ვაჩუქოთ.

თბილისის შუაგულში არის ადგილი, სამ რაან სპა“ (Sam Raan Spa) რომელიც არ არის უბრალოდ გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს არის აღმოსავლური ფილოსოფიისა და თანამედროვე ფუფუნების სინთეზი, რომელიც ვიზიტორს პირველივე ნაბიჯიდან სხვა სამყაროში ამოგზაურებს.

სპა-ცენტრის ინტერიერი თავისი მდიდრული და დახვეწილი დიზაინით მომენტალურად მოგწყვიტავთ ქალაქის ხმაურისგან. მაგიური გარემო, რბილი განათება და სასიამოვნო არომატები წინასწარ გამზადებთ იმ ტრანსფორმაციისთვის, რომელსაც პროფესიონალი სპეციალისტების დამსახურებით, თქვენი სხეული მიიღებს. სილამაზე შინაგანი სიმშვიდიდან იწყება, ამიტომაც ყველა პროცედურა მაქსიმალურ რელაქსაციაზეა ორიენტირებული.

განსაკუთრებული შეთავაზება მარტის დღეებისთვის

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, სამრაან სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სპა-პაკეტებს, რომლებიც მოიცავენ ყველაფერს, რაც სხეულისა და გონების ჰარმონიისთვისაა საჭირო. ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით აქტუალურია „კლეოპატრას“ და ვარდის პაკეტები.

რა დაგხვდებათ სამრაან სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი სივრცეში?

მხოლოდ ერთი პროცედურა არ არის ყველაფერი. სპა-ცენტრი ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც საქართველოში ანალოგი იშვიათად მოეძებნება.

აქ დაგხვდებათ როგორც კლასიკური, ასევე უნიკალური სარელაქსაციო სივრცეები. კომპლექსი მოიცავს აუზს, სხვადასხვა სახის საუნას, ჰიმალაიური მარილის ოთახს, ფიტნეს ზონას, თერმული საწოლების ლაუნჯს, ფლოტაციას, თურქულ აბანოსა და სამასაჟო სივრცეს სადაც სპა-პროცედურების დიდი არჩევანია: ღვინის თერაპია; ინდური თერაპია აიურვედა; ტრადიციული ტაილანდური მასაჟი;, აშიაცუ; ჰამამი, კლასიკური მასაჟები; გადახვევის პროცედურები სხვადასხვა ნიღბებით; გამამკვრივებელი და მაკორექტირებელი პროცედურები; ანტიცელულიტური მასაჟები; სხვადასხვა აბაზანები; წყვილის პროცედურები და სხვა.

თუ ფიქრობთ, რა აჩუქოთ დედას, დას, მეუღლეს ან მეგობარს, Sam Raan Spa & Wellness Center სამრაან სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერი ყველაზე სასურველი და ამავდროულად პრესტიჟული არჩევანი იქნება. ნივთები ცვდება და იკარგება, ხოლო ის შეგრძნება, რომელიც ადამიანს სპაში გატარებული დღის შემდეგ დარჩება, არის ახალი ენერგია და მადლიერების გრძნობა, რომელიც დიდხანს გაჰყვება.

საჩუქარი, რომელიც ამბობს: „შენ იმსახურებ დასვენებას“.

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026