ჩრდილოეთ ირანის ქურთისტანის რეგიონში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტის თავზე, სამი შეიარაღებული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები არიან განთავსებულნი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გაავრცელა „ფრანს პრესმა“ თავის რეპორტიორზე დაყრდნობით, რომლის თქმითაც, ბაზის სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა.
აშშ-მა აეროპორტის სიახლოვეს დრონები გასულ დღეებშიც ჩამოაგდო.