გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვიპროსში მდებარე სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზიდან პერსონალის ოჯახები გაჰყავთ, მას შემდეგ, რაც ის წუხელ, სავარაუდოდ, ირანული დრონის დარტყმის სამიზნე გახდა.
„ჩვენი პერსონალისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია. სიფრთხილის ზომების სახით, სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე მცხოვრები ოჯახის წევრები კვიპროსის კუნძულთან ახლოს მდებარე ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაგვყავს. ჩვენი ბაზა და პერსონალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, რათა დაიცვან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოება და ჩვენი ინტერესები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ავიაბაზას მხოლოდ მცირე ზიანი მიადგა.
დღეს დილით უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ძალები კვიპროსში, მათ სამხედრო ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენდნენ.