“ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, სარაკეტო იერიშები მიიტანეს თელ-ავივში სამთავრობო კომპლექსზე, ასევე ხაიფაში უსაფრთხოებისა და სამხედრო ცენტრებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმზე.
„მეათე ტალღის სამიზნეებს შორის იყო მიზანმიმართული დარტყმა სიონისტური რეჟიმის სამთავრობო კომპლექსზე თელ-ავივში, თავდასხმები ხაიფაში სამხედრო და უსაფრთხოების ცენტრებზე და დარტყმა აღმოსავლეთ იერუსალიმზე“, - ნათქვამია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათის შემდეგ ისრაელში საავადმყოფოებში 777 ადამიანია გადაიყვანეს. ამჟამად, საავადმყოფოებში 86 ადამიანი რჩება, რომელთაბან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.