„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია“, რომელიც სასტუმროების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიაა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი და ბრენდირებული სასტუმროების როგორც გახსნისათვის მომზადებას, ასევე გახსნის შემდგომ მართვას ახორციელებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ბრენდების მართვის უზრუნველსაყოფად კომპანია ფლობს ისეთი საერთაშორისო ბრენდების მართვის ლიცენზიებს, როგორიცაა: მარიოტ ინტერნეშენალი, ჰილტონი, ვინდამი და ბესტ ვესტერნი.
„კომპანიის ხელმძღვანელობით საქართველოს ბაზარზე შემოვიდა სასტუმრო „ქორთიარდი“ ბათუმში, სასტუმრო „მერიოტი“ ბათუმში, მშენებარე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“ ქობულეთში, მშენებარე სასტუმრო „ჰაიატ ცენტრიკი“ ბათუმში, ასევე, განხორციელდა სასტუმრო „ვინდამ გრანდის“ გახსნა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ის გახსნა თბილისში, მზადდება „ჰილტონის“ სხვადასხვა ბრენდის მშენებარე სასტუმროები სურამსა და გურჯაანში და განხორციელდა „ბესტ ვერსტერნის“ სასტუმროებისთვის ბრენდის შემოყვანა და გახსნა თბილისში.
„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია“ აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სასტუმრო სფეროს ყველა მიმართულებით 2016 წლიდან დღემდე.
„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ აქვს სასტუმრო სფეროს განათლების მიმართულება და წარმოადგენს ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტს (American Hotel & Lodging Educational Institure - AHLEI), რომლის ფარგლებში გეგმავს სასტუმრო და სარესტორნო სფეროს პროფესიული პროგრამების განხორციელებას როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის, ასევე კოლეჯის დონეზე საერთაშორისო სერტიფიცირების მიზნით.
კომპანია ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას სასტუმრო სფეროს მიმართულებით და აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ სფეროში დასაქმების და კადრების განვითარების საკითხებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ სათაო ოფისი ამერიკაში აქვს, კომპანიას ხელმძღვანელობენ ჯოზეფ მაკინერი, ამერიკაში და მაია წერეთელი საქართველოში.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ გაწევრიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების მქონე მოთამაშეს, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის სასტუმრო სექტორის განვითარებას. მსგავსი კომპანიების ასოციაციაში გაერთიანება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, კერძო სექტორის ინტერესები ეფექტიანად იყოს წარმოდგენილი და ერთობლივად შევუწყოთ ხელი როგორც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმისა და ჰოსპიტალიტის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას,“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.