ბაჰრეინის ქალაქ სალმანში მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებმა უცხო ქვეყნის გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი, ამჟამად, სრულად ჩამქრალია.
ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმა ადრეც განხორციელდა. კვირას, Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ბაზის თავზე კვამლის დიდი ღრუბლები ადიოდა.