„ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად იქნა მიღებული.
„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის ისრაელზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ წუხელ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.