იოჰან ვადეფული - გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.

„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026