გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის განცხადებით, მათ არანაირი ნიშანი არ გააჩნიათ იმისა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად ირანში რომელიმე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, ან დაზიანდა.
„ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ ეს აუცილებელი კომუნიკაციის არხი რაც შეიძლება მალე აღდგება“, - განაცხადა გროსიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სესიაზე.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და მხარეებმა უდიდესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა გროსიმ.