სააკაშვილის და „ნაცების“ ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე - სპიკერი, ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს.
წილოსანის განცხადებით, „ომი გინდათ?“ კითხვა ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისია რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით.
„სააკაშვილის და „ნაცების“ ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში
ამიტომ, კითხვა რადიკალებს - „ომი გინდათ?“ - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს“, - წერს ნინო წილოსანი.