კვიპროსში, ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო, ევროკავშირის მინისტრების დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს კვიპროსში უნდა გამართულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც დრონმა ღამით ბრიტანეთის იქ განლაგებულ საჰაერო ბაზას დაარტყა.

„ჩვენ გვქონდა ერთი, იზოლირებული ინციდენტი, როდესაც კვიპროსში, აკროტირიში, ბრიტანული ბაზა უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა. მოვლენების მოულოდნელი განვითარების გათვალისწინებით, რომელმაც სამწუხაროდ გავლენა მოახდინა კვიპროსში დღევანდელ ფრენებზე, კვიპროსის თავმჯდომარეობამ გადაწყვიტა, ზოგადი საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გადადოს“, - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ზუსტდება.

„უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დაზუსტების პროცესშია, თუმცა დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა“, - დასძინა პრესსპიკერმა.

კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, განლაგებულია გაერთიანებული სამეფოს ორი საჰაერო ბაზა, რომლებიც ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026