კაია კალასმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მზარდი სამხედრო დაძაბულობისა და ესკალაციის შედეგად გამოწვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება.

„მხარეებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს დაპირისპირების შედეგად შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, დადებითად შეფასდა აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი როლი ირანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ევაკუაციაში.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026