ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროცესორები უნივერსიტეტის კვოტების გადანაწილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროცესორები მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, უნივერსიტეტის კვოტების გადანაწილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედონ. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ცოფურაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას დააზიანებს.

„გადაწყვეტილება, რომ დაიხუროს ასეთი ნაყოფიერი პროგრამა, ვერ წაადგება ქართული საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას. ვთხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ გადაიხედოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით",- განაცხადა თამარ ცოფურაშვილმა.

მან ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც პროფესორების განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს.

„მიგვაჩნია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დახურვა ვერ მოემსახურება გაცხადებულ მიზანს, რადგან ჩვენს პროგრამაში ჩართული 12 პროფესორიდან 7-ს გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის და შვეიცარიის საუკეთესო უნივერსიტეტებში ჰქონდა სადოქტორო ხარისხი დაცული. ჩვენ, ჩვენი ევროპული გამოცდილების მიხედვით გვქონდა აგებული პროგრამა როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად. ამ ევროპულ გამოცდილებას ვიყენებდით სწავლების მეთოდოლოგიის დროსაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნდამენტურად ისწავლებოდა ფილოსოფიის დარგები",- განაცხადა თამარ ცოფურაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026