ბერდია სიჭინავა - გიორგი გახარია აბსოლუტურად უდანაშაულოა ნებისმიერ წარდგენილ ბრალდებაში და მისი ბრალეულობის შესახებ დაშვების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება!

გახარიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს (ეს ამ საქმეში მეორადი ამბავია), არამედ ის, რომ ის აბსოლუტურად უდანაშაულოა ნებისმიერ წარდგენილ ბრალდებაში - მისი ბრალეულობის შესახებ დაშვებების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, 20 ივნისის საქმეზე მარტივი იურიდიული ჭეშმარიტებები ისევ უნდა განვმარტოთ:

გიორგი გახარია პოლიტიკურად იდევნება ივანიშვილის შეკვეთით და ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტი;

გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს (ეს ამ საქმეში მეორადი ამბავია), არამედ ის, რომ ის არის აბსოლუტურად უდანაშაულო ნებისმიერ წარდგენილ ბრალდებაში და მისი ბრალეულობის შესახებ დაშვებების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება;

გიორგი გახარიას 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. ეს დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამაც და ვერც პროკურატურა ედავება მას ასეთი ბრძანების გაცემას, რადგან საქმეში 1 ასეთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს;

20 ივნისს მძიმედ დაშავებულებს ზიანი მიღებული აქვთ უშუალოდ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად. შესაბამისად, ბუნებაში ვერ იარსებებს რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გიორგი გახარიას რაიმე კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ედავებიან წარმოუდგენელ სამართლებრივ სიგიჟეს - თითქოს, მან წინასწარ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (ახალაიას, მერაბიშვილისა და ადეიშვილისთვისაც კი არ წაუყენებიათ ასეთი მუხლით ბრალდება 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეებზე), თუმცა დადგენილი არ აქვთ კონკრეტულად რა ქმედება განახორციელა გიორგი გახარიამ, რა დანაშაული დააორგანიზა, ვინ იყო მისი უშუალო ამსრულებელი, რა ფორმით გაუწია მას/მათ ორგანიზება ან/და ხელმძღვანელობა;

რაც შეეხება გიორგი გახარიას დაპატიმრებაზე ჰიპოთეზურად საუბარსაც კი, ეს სრულად არარელევანტურია“,- წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026