ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაცია განახორციელეს.

უფრო კონკრეტულად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ მოკლეს ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე ისრაელის საკითხებში საიდ იაჰია ჰამიდი და ასევე, დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილების უფროსი ჯალალ პურ ჰოსეინი, რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. სხვა მაღალჩინოსნების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, ისევე როგორც ლიკვიდირების გარემოებები და სხვა დეტალები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ცოტახნის წინ თეირანში ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბ-ბინას დაარტყეს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026