აგენტურის ბედი ერთია: ისინი ვერასდროს შეძლებენ წარმატების მოპოვებას ჩვენს ქვეყანაში - აგენტს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი ეს ე.წ. აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელადაა მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ისინი ვერასდროს ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და თავისი წინდახედულობით აგენტს ხელისუფლებაში აღარასდროს მოიყვანს.”
“აგენტურის ბედი ერთია - ისინი ვერასდროს შეძლებენ წარმატების მოპოვებას ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მათ პატრონებს ახლა უნდათ გაუერთიანებიათ და უნდა დაუშლიათ თავიანთი აგენტურა. აგენტს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი ეს ე.წ. აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელადაა მიმართული.
როდესაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან ადამიანები, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული პასპორტი უდევთ ჯიბეებში, მათი გაერთიანება თუ დაშლა არავითარი შედეგის მომცემი არ არის. ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და თავისი წინდახედულობით აგენტს ხელისუფლებაში აღარასდროს მოიყვანს. შესაბამისად, მათ პატრონებს ვურჩევთ, ქართველ ხალხზე თავდასხმას თავი დაანებონ”, - განაცხადა გორდულაძემ.