აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ქუვეითმა სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო.

„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან.

„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში“, - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026