„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 4 მარტს, 22:00 საათიდან 5 მარტს 12:00 საათამდე მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი კრწანისის რაიონში, სოღანლუღისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარებაა.

„4 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, სოღანლუღისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 4 მარტს, 22:00 საათიდან 5 მარტს 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონი: სოღანლუღის, მოსე ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ბააზოვის, შეაფის, ცურტაველის, ალგეთის, მერჩულეს, განჯევის, თელეთის, ქუმსიაშვილის, გრიშაშვილის, ბექა და ბეშქენ ოპიზარის, ლორთქიფანიძის, საბანისძის, შატაიძის, წალკის, თმოგველის, ჩხეიძის, მეფისაშვილის, ტაბიძის, კალანდაძის, მარტვილის, მელქაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორგასლის, თაბორის მთისა და ორთაჭალის ქუჩების, ჩიხებისა და შესახვევების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026