ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეების მისაღებად საგრანტო კონკურსს აცხადებს - გახდი BGA-ს მოსწავლე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით

მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებისთვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიას (BGA) განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, აქტიურ და მოტივირებულ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ 2026-27 სასწავლო წლიდან სწავლა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გააგრძელონ, საგრანტო კონკურსით სარგებლობა შეუძლიათ. სკოლა მოსწავლეებს საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე მე-8 – მე-10 კლასებში და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე მე-11-მე-12 კლასებში სწავლას სთავაზობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ქართული მიმართულების ხელმძღვანელი ლალი გელაშვილი განმარტავს, რომ გრანტის სრული მოცულობა 250 000 აშშ დოლარია.

„გამოყოფილი თანხა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად გადანაწილდება. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100%- მდე ოდენობის გრანტს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც 2026-27 სასწავლო წელს იქნება მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში და რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში,” - აცხადებს ლალი გელაშვილი.

როგორც აკადემიაში განმარტავენ, სასწავლო გრანტი განკუთვნილია სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეების გარდა. მიღების პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს.

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება არაუგვიანეს 8 მარტის 17:00 საათისა - მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და თან დაურთონ ინგლისურ ენაზე დაწერილი სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე);
  • ტესტირება სკოლის კამპუსში, რომელსაც სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ შერჩეული მოსწავლეები გაივლიან. ტესტირება ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური.
  • ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეული მოსწავლეები გაივლიან გასაუბრებას აკადემიურ დირექტორთან, შესაბამისი პროგრამის კოორდინატორსა და მოსწავლეთა მიღების ხელმძღვანელთან.

ბრიტანულ-ქართული აკადემია გახლავთ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება და მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის ამზადებს.

აკადემიის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად ირიცხებიან ევროპის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში, მათ შორისაა Russell Group-ისა და Ivy League-ის წევრი სასწავლო დაწესებულებები. ყოველწლიურად აკადემიის მოსწავლეთა 80-84% სწავლის გასაგრძელებლად სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. მხოლოდ 2025 წელს კურსდამთავრებულებმა აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებისგან ჯამში 3 874 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს. მათ სწავლა მოსწავლეები ყოველწლიურად სხვადასხვა საერთაშორისო მასშტაბურ პროექტში მონაწილეობენ.

BGA-ის მიზანია, ხელი შეუწყონ მოსწავლეებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრაში, შესთავაზონ მხარდაჭერა და რესურსები, რომლებიც მათი მიზნების მისაღწევად და პოტენციალის სრულად გამოსავლენად სჭირდებათ.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში წლის განმავლობაში იმართება არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის, BGAMUN, TEDx Lisi Lake, International Student Research Symposium, International STEM Fair და სხვ. აკადემიის მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში, ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში.R

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026